ირაკლი კუპრაძე – ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს – ხაბეიშვილი არის რუსული რეჟიმის მორიგი პოლიტიკური პატიმარი

ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც გადაწყვეტილებებს იღებს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ს დაკავებას გამოეხმაურა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ლევან ხაბეიშვილი „მორიგი პოლიტიკური პატიმარია ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის“.
„ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი, რითაც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს იღებს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი ბიძინა ივანიშვილისა და რუსული რეჟიმის.
ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის, საპროტესტო ველზე, მათ შორის, არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ ქართველი ხალხის წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, სუს-მა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც, რომელმაც სუს-ის ინფორმაციით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

გიორგი შარაშიძე – ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! – ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი – შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე – არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით