ირაკლი კუპრაძე კითხვაზე, თუ ვერ დადებენ იმ შედეგს, რისი მოლოდინიც აქვთ, მზად არიან თუ არა ბოდიშის მოსახდელად – ბრძოლის გამო უნდა მოვიხადო ბოდიში? ამის გამო არ მოვიხდი, ბოდიში მოიხადონ მათ, ვისაც ფოკუსი აქვს გასასწორებელი

სოციოლოგიურ კვლევას ვატარებთ, საზოგადოებას ვეკითხებით მათ აზრს, ვინ გინდათ იყოს თქვენი ქალაქის მერი – ჩამონათვალში არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან საერთოდ პოლიტიკური პარტიების წევრები, ჩვენ ვტესტავთ საზოგადოებრივ სახეებსაც, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძის თქმით, ამ ეტაპზე „ლელო“ არცერთ პიროვნებას არ განიხილავს, როგორც კანდიდატს და ელოდება კვლევის შედეგებს.
„კანდიდატის საკითხზე ჩვენ მსჯელობა, კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს, უბრალოდ ეს მსჯელობა ამ ეტაპზე შემოიფარგლება ძალიან მნიშვნელოვანი საქმით, ეს არის სოციოლოგიური კვლევა, რომელსაც ჩვენ ახლა ვატარებთ. საზოგადოებას ვეკითხებით მათ აზრს, ვინ გინდათ იყოს თქვენი ქალაქის მერი. ვთავაზობთ თავისუფალ გრაფასაც, სადაც შეუძლიათ სასურველი კანდიდატი ჩაწერონ. არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან საერთოდ პოლიტიკური პარტიების წევრები, მაგრამ ჩვენ მათაც ვტესტავთ, საზოგადოებრივ სახეებს. საკმაოდ დიდი ჩამონათვალია, სადაც მოქალაქეებს აქვთ საშუალება დაინახონ, ვის შეიძლება ანდონ თბილისის სამომავლო განვითარების ბედი. აქ არის კეთილსინდისიერების საკითხი, კომპეტენციის საკითხი, განვლილი დროის საკითხი, აქამდე რა უკეთებია და რაზე შესტკივა გული. ამ ეტაპისთვის, ჩვენ კონკრეტულად არავისზე არ გვაქვს საუბარი, როგორც კანდიდატზე“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძე ადასტურებს, რომ ჩამონათვალში, რომელსაც სოციოლოგიური კვლევისას მოქალაქეებს წარუდგენენ, ცაა.
„ლელოში“ არიან კარგი პოლიტიკოსები, კვალიფიციური მოქალაქეები, ვისაც წლების განმავლობაში უბრძოლიათ თბილისში კულტურული მემკვიდრეობისთვის, გარემოს დაცვისთვის, მოქალაქეების პრობლემებისთვის და ა.შ. ალეკო ელისაშვილი ნამდვილად არის ერთ-ერთი ასეთი მოქალაქე და პოლიტიკოსი და თავის მხრივ, ჩვენ ველოდებით სოციოლოგიურ კვლევებს, ხალხის აზრს. ალეკო ელისაშვილი [ჩამონათვალში], რა თქმა უნდა, არის იმიტომ, რომ ალეკო ელისაშვილი ჩვენთვის ძალიან ღირებული თანამებრძოლია, რომელსაც არასდროს უკან არ დაუხევია, ის არის კარგი მოქალაქე, პატრიოტი, მებრძოლი პოლიტიკოსი. განსხვავებით კახა კალაძისგან, რომელიც „ცხრა სულ ქურდს“ მასპინძლობდა სადღაც მიყუჩებულ დუქანში ან რუსებს ელამუნება და „ეთომარება“ თითოეულ თავის განცხადებაში, ალეკო ელისაშვილი ში იბრძოდა და ეხმარება და იმ მთავარ ინტერესს, რომელიც ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ალეკო ელისაშვილი ის პირია, რომელიც აქციებზე დგას წინა ფლანგზე და არასდროს უკან არ დაუხევია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
კითხვაზე, თუ ვერ დადებთ იმ შედეგს, რისი მოლოდინიც გაქვთ, მზად ხართ იმისთვის, რომ ბოდიში მოიხადოთ იმის გამო, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეთ არსებული მოცემულობა, ირაკლი კუპრაძე პასუხობს, რომ ბრძოლის გამო ბოდიშს არ მოიხდის მაშინ, როცა ოპოზიციური პარტიების რიგი ლიდერები დასასვენებლად არის წასული.
„მეუბნებით, რომ ბოდიში უნდა მოიხადო იმის გამო, რომ მე სოციალურ ქსელში ვხედავ, რომ აგვისტოში, როცა რიგი პოლიტიკური პარტიის ლიდერები ზოგი დასასვენებლად არის წასული, ზოგი ნიუ-იორკში ისვენებს, ზოგი საბერძნეთის სანაპიროზე, მათ ნაცვლად მე მთელ საქართველოში ვმოძრაობ, ვიბრძვი, 64 მუნიციპალიტეტში გახსნილი გვაქვს წინააღმდეგობის შტაბები და ოფისები, ველაპარაკებით მოქალაქეებს, ვებრძვით ივანიშვილს და თავდასხმები ხორციელდება სწორედ მათზე, ვინც იბრძვის და ამ ვითარებაში ბრძოლის გამო უნდა მოვიხადო ბოდიში? თუ რის გამო უნდა მოვიხადო, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ვაძლევ ძალაუფლების კონსოლიდაციის და ხელში მოგროვების საშუალებას? ამის გამო ბოდიშს არ მოვიხდი. ბოდიში მოიხადონ მათ, ვისაც ფოკუსი აქვს გასასწორებელი და ივანიშვილის ნაცვლად ჯოხს უჩხიკინებენ ოპოზიციურ პარტიებს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.