ირაკლი კუპრაძე კესარიას მკვლელობაზე: იმ ზიზღისა და ჰომოფობიის შედეგია, რასაც “ოცნება” ასაზრდოებს

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ტრაგედიები არის შედეგი იმ ძალადობრივი, ჰომოფობური, თავსმოხვეული ნარატივისა, რომელიც ასაზრდოებს სიძულვილს და ზიზღს ამ ქვეყანაში და რაც მომდინარეობს ქართული ოცნების მხრიდან.

ეს სიძულვილი, გათიშვა, დაპირისპირება, რაზეც დგას დღეს ქართული ოცნება, უნდა დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებით მათ შორის და უნდა იყოს საკმარისი ტრაგედიები იმისთვის, რომ გავიაზროთ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა.

თქვა ლელოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ტვ პირველის ეთერში.

თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!