ირაკლი კუპრაძე – ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რადგან ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან

ივანიშვილის გაცხადებული მიზანი ამ ქვეყანაში დემოკრატიის მკვლელობაა და ეს თავის დროზე არჩევნებამდე დააანონსა – ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც მმართველი პარტია 3 პოლიტიკური სუბიექტის, მათ შორის „ლელოს“ აკრძალვას ითხოვს.
მისი თქმით, მიუხედავად აკრძალვისა, „ძლიერი საქართველო – ლელოს“ დღის წესრიგი საქართველოს მოქალაქეების ინტერებისთვის ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილება იქნება.
„ივანიშვილის გაცხადებული მიზანი ამ ქვეყანაში დემოკრატიის მკვლელობაა და ეს თავის დროზე არჩევნებამდე დააანონსა, როდესაც განაცხადა, რომ მის „ანტიქართულ ოცნებას“, მის რუსულ მიზნებს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, რომელსაც შემდგომ ოპოზიციის ასაკრძალად გამოიყენებდა.
ადასტურებს, რომ „ლელოს“ კრძალავს იმის გამო, რომ ჩვენ არ შევედით არალეგიტიმურ პარლამენტში, რაც თითიდან გამოწოვილი, სასაცილო არგუმენტია მათი მხრიდან. ივანიშვილს თავიდანვე ჰქონდა ღიად გაცხადებული მიზანი, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებოდა, ოპოზიციური პროდასავლური პარტიების და „ლელოს“ ასაკრძალად რასაც დღეს ის ცდილობს, თუმცა ეს ვერ იქნება დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი იქნება, საქართველოს მოქალაქეების ინტერებისთვის ბრძოლა და ხელისუფლების ცვლილება, რაც აუცილებლად და გარდაუვალად მოხდება“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართა. ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“