ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს

ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს, – ასე შეაფასა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ გავრცელებული განცხადება.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ცდილობს, არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, რასაც „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს.
„ცხადია ერთი რამ, რომ ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს გამოხატულია ყველა ტიპის კომუნიკაციაში, მათ შორის მცდელობაში, რომ არ შეხვდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, იმ დანაშაულებრივ მართვაზე, რასაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ გავლით აკეთებს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ – მათი ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს