საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა, გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ – ბრძოლა არის ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსული, ოლიგარქიული, რეჟიმის წინააღმდეგ შეგვიძლია,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას გამოეხმაურა დაკავებული პოლიტიკოსების მისამართით.
მისი თქმით, კოალიციას აქვს საკუთარი გზა, რომელიც ხალის ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან მათ ვერავინ გადაიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“.
„ვუბრუნდებით ბრძოლას და კიდევ ერთხელ ვპასუხობთ არალეგიტიმურ დე-ფაქტო პრეზიდენტ ყაველაშვილს და კიდევ ერთხელ მივუთითებთ გზას – რუსული ხომალდისკენ. სამწუხაროდ, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი არის მასხარა, გუშინ ივანიშვილის სათამაშოს მიერ გაკეთებული ვაჭრული შემოთავაზება იყო „კაგებეს“ და სუს-ის მიერ დაგეგმილი ავანტიურა – „ძლიერი საქართველოს“ წინააღმდეგ.
ივანიშვილის პრეზიდენტმა გუშინ დადგა ის მასკარადი, რომელიც ვიხილეთ. სულ ტყუილად! „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გეგმა და გზა, რომელიც ქართველი ხალის ინტერესებს ემსახურება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიყვანს, განსაკუთრებით „ქართული ოცნება, „კაგებე“, სუს-ი და ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი. ბრძოლა არის ერთადერთი გზა, რაც დღეს ჩვენ ივანიშვილის რუსული, ოლიგარქიული, რეჟიმის წინააღმდეგ შეგვიძლია, ბრძოლა უკომპრომისო და დაუღალავი. ბრძოლა ყველა შესაძლო მიმართულებით და ველზე, ქუჩაში – აქციებით, პროტესტით, დაუმორჩილებლობით. ბრძოლა საერთაშორისო ასპარეზზე – არაღიარებით, სანქციებითა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის იზოლაციით. ბრძოლა – არჩევნებში მთელი საქართველოს მასშტაბით 3000 ახალი ბრძოლის კერის გაჩენით. დაპირისპირებების ახალი კერის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ და პროტესტის ახალი ენერგიის მობილიზებით.
ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, თითოეული ადამიანის უფლებებისთვის. ახალგაზრდის მომავლისთვის და ხანდაზმულის კეთილდღეობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კუპრაძემ კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
