ირაკლი კუპრაძე – ვითხოვთ, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ იმ ძალადობის ფონზე, რომელიც შსს-მ და სპეციალურმა სამსახურმა ჩაიდინა, რომელიც მოქალაქეებს არბევდა

ამოიღონ ვიდეოჩანაწერები და კადრები, რომელიც მრავლადაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თემაზე საუბარს დაასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო სამსახური და სახალხო დამცველის უწყებები იქნებიან თანამონაწილე იმ დანაშაულების, რომელიც ჩემი თუ სხვა კოლეგების მიმართ მიმდინარეობდა – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
ირაკლი კუპრაძეს მიაჩნია, რომ აქციის დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
„სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში დამიბარეს ჩემი დაკავების საქმესთან დაკავშირებით, რომელიც საპროტესტო აქციის დროს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ, ამას შეხვედრაზე მოვისმენ. საქმე ალბათ უფლებების გაცნობას შეეხება და შეიძლება დაზარალებულის სტატუსს.
ვითხოვთ, რომ დაზარალებულის სტატუსი მომანიჭონ, იმ ძალადობის ფონზე, რომელიც -მ და სპეციალურმა სამსახურმა ჩაიდინა, რომელიც მოქალაქეებს არბევდა. ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც ფიზიკური ძალადობა მოჰყვა, რის გამოც არავინ არ დასჯილა.
საქმეში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი, რომელმაც რეაგირება დააგვიანა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
ერთადერთი რაც მაინტერესებს სახალხო დამცველისგან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან არის ის, რომ ამოიღონ ვიდეოჩანაწერები და კადრები, რომელიც მრავლადაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს იქნება ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ამ თემაზე საუბარს დაასრულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საგამოძიებო სამსახური და სახალხო დამცველის უწყებები იქნებიან თანამონაწილე იმ დანაშაულების, რომელიც ჩემი თუ სხვა კოლეგების მიმართ მიმდინარეობდა”- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ