ირაკლი კუპრაძე – დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა – ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს

დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა. ეს არ არის სასამართლო, ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ბოლომდე ბრძოლით და სამშობლოს სიყვარულით დღეს ბიჭებმა ეს რეჟიმი დაამარცხეს.
„დღეს ოლიგარქის სასამართლომ 9 ადამიანს უსამართლო პატიმრობა მიუსაჯა.
ეს არ არის სასამართლო – ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს.
თავისი შეუპოვრობით, ბოლომდე ბრძოლით და სამშობლოს სიყვარულით დღეს ბიჭებმა ეს რეჟიმი დაამარცხეს! ყველამ უნდა დავდოთ პირობა ერთმანეთის წინაშე, რომ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილების ყველა დამკვეთი და შემსრულებელი სამართლიანი სასამართლოს მიერ სამაგალითოდ დაისჯება! თავისუფლება ბიჭებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“ – წერს ირაკლი კუპრაძე.
ცნობისთვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მოსამართლემ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ანტონ ჩეჩინსაც.