ირაკლი კუპრაძე: დღეიდან დენი 5 თეთრით გააძვირა ქართულმა ოცნებამ! ეს გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე:
დღეიდან დენი 5 თეთრით გააძვირა ქართულმა ოცნებამ!
ზოგად ტვირთთან ერთად, ეს გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე.
ასეთი ფარსი, ტყუილი და დამცირება რაც ოცნების ფასების კომისიაა, ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა!
დაფიქრდით და აღმოაჩენთ, რომ პირველ რიგში შეურაცხყოფას სწორედ ოცნების ამომრჩევლებს გაყენებენ ამ პროპაგანდისტული სალაფავით!
ოცნება = მაღალ ფასებს
ოცნება = სიღარიბეს
ოცნება = მეტ მშიერ ადამიანს
ოცნება = ტყუილს
ცნობისთვის, დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტები ყოველთვიურად 0-იდან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ელი აპრილიდან ტარიფი 20,041 თეთრამდე გაეზრდებათ. 101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრიდან 24,053 თეთრამდე მოიმატებს, ხოლო, 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრიდან 28,537 თეთრამდე გაიზრდება.