ირაკლი კუპრაძე და ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ

„ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და „ძლიერი საქართველოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკა ჩერქეზიშვილი მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ და მარჩენალდაკარგულ დედებს შეხვდნენ.
პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე დედებმა იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც დგანან. საუბარია გაუსაძლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პრობლემის განხილვისას ირაკლი კუპრაძემ ყურადღება სახელმწიფოს როლზე გაამახვილა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” მრავალშვილიანი ოჯახების საკითხი არ აღელვებს, რადგან მათ აღრიცხვასაც კი არ აკეთებს.
“ამ სირთულეს სჭირდება ჩვენი მხრიდან აქტუალიზაცია. ჩვენ ღიად უნდა ვილაპარაკოთ ამ პრობლემაზე” , – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…