„გორბი” პირველ რიგში აყალბებს „ქართული ოცნების” რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში „ოცნებას” 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%, – ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.
მისი თქმით, „ოცნება” წაგებული პარტიაა.
„ჭეშმარიტება რამდენიმე პუნქტად:
„გორბის” ყველა კვლევა იყო და არის ყალბი! ყოველთვის ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც. „გორბი” პირველ რიგში აყალბებს „ქართული ოცნების” რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში „ოცნებას” 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%.
„ოცნება” წაგებული პარტიაა.
გამყალბებელი ორგანიზაციის შედეგებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასკვნების გამოტანა კი მხოლოდ 2 მიზეზით შეიძლება მოხდეს:
1.პოლიტიკური და პარტიული სპეკულაცია, რაც სოციალურ ქსელში მრავლად ვნახე.
ან/და
2.ვინც „გორბიზე” სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და მსხვერპლად, რასაც “გორბი” და ივანიშვილი ისახავს მიზნად. არცერთი ვერსია არ არის მომხიბვლელი. იმედია, ამას სწორად გაიაზრებს ოპოზიციური საზოგადოება, რომ “გორბის” სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია”, – წერს კუპრაძე.
შეგახსენებთ, „გორბიმ“ ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება“ დაასახელა.
სავარაუდო ამომრჩეველი გამოვლინდა არჩევნებში მონაწილეობის მზაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე ცდომილების ზღვარი: +/-3% სავარაუდო ამომრჩეველი, ქვეყნის მასშტაბით“, – ნათქვამია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
