ირაკლი კუპრაძე – ბრძოლა არ გაჩერდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ნამდვილი დამოუკიდებლობა და თავისუფლება

ნამდვილ თავისუფლებას გისურვებთ, სიღარიბისგან თავისუფლებას, რეპრესიებისგან თავისუფლებას და უიმედობისგან თავისუფლებას, რომელსაც თესავს ივანიშვილი და მისი რუსული რეჟიმი, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომელიც მარჯანიშვილის მეტროსთან იმყოფება, საიდანაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირისკენ მარში მიმდინარეობს.
ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული ნამდვილი დამოუკიდებლობა და ნამდვილი თავისუფლება.
„ჩვენ გვჭირდება ნამდვილად დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველო, რომლისთვისაც ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე ჩვენი გუნდის სახელით გაძლევთ პირობას, რომ ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება მიღწეული ნამდვილი დამოუკიდებლობა და ნამდვილი თავისუფლება.
მე მინდა, რომ ეს დღე, ბრძოლის ეს პროცესი ეძღვნებოდეს ქალებს, ჩვენს ხანდაზმულ ბებია-ბაბუებს, რომელთა ნაწილიც ბრძოლის ველზე დგას, ნაწილი ცდილობს სახლებიდან გაგვამხნეოს. საქართველო ნამდვილად გაიმარჯვებს თქვენთან ერთად, იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი და თავისუფალი თქვენთან ერთად. ჩვენს ბრძოლას გაუმარჯოს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს