ირაკლი კუპრაძე:
„ოცნება“ და რუსული რეჟიმი აგრძელებს ძალადობას დემოკრატიაზე ამ ქვეყანაში. აგრძელებს ძალადობას და დევნას პოლიტიკური ოპონენტების. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, გაბედულ პოლიტიკოსს და ადამიანს. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ არანაირი შიში არ დაისადგურებს იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც წინააღმდეგობაშია ბიძინა ივანიშვილთან. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილს მართავს შიში ყველა მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში. დღეს სუს-ი არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, სასამართლო არის პოლიტიკური და ემორჩილება ივანიშვილს, თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ დავთმოთ არცერთი გოჯი, მისხალი და სანტიმეტრი თავისუფლების. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ჩვენ ვდებთ ჩვენი მხრიდან სიტყვას, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ყველა პოლიტიკურ დევნილს.
თაზო დათუნაშვილი:
„თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ბანალიზება ხდება ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური სიტყვისთვის, ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისთვის ციხეში გაშვების ბანალიზება ხდება.
ივანიშვილი აგრძელებს ქართული დემოკრატიის მკვლელობის მცდელობას. აბსოლუტურად ყველას ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ამ ფორმით შეუძლებელია გააჩერონ ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის. სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს ისევე როგორც ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს. სოლიდარობა იმ ახალგაზრდა აქტივისტ გოგოს რომელიც აგრეთვე პოლიტიკური დემონსტრაციული სამაგალითო მიზნით არის დაკავებული. ყველაფერი მალე დასრულდება თუ საქართველოს ყველა მოქალაქე დავირაზმებით და აბსოლუტურად ყველა ბრძოლის ველს გამოვიყენებთ, რათა ამ ქვეყანას მოვაშოროთ რეჟიმი, რომელიც ემსახურება არა ქართველი ხალხის არამედ რუსეთის ინტერესებს.“
