ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა მზადაა ყულევის ტერმინალის შესახებ EU-ს სრული ინფორმაცია მიაწოდონ

საქართველო ძალიან მკაცრად იცავს ყველა წესს, რაც არის დაკავშირებული სასანქციო რეჟიმთან, ეს არის ჩემი პოზიცია, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ დისკუსიისთვის, ინფორმაციის გაზიარებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ყულევის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ღიაა ამ კუთხით თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან.
„აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ამ კუთხით, მათ შორის, ევროკავშირთან. ყულევი ჩვენთვის არის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ არის კითხვები, მზად ვართ, გავცეთ პასუხი. დავინტერესდებით საქმის დეტალებით და გვექნება კონსულტაციები, აბსოლუტურად ღია ვართ ასეთი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ, გვქონდეს ფაქტებზე დაფუძნებული კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან. მათ წარვუდგენთ პასუხებს ისე, როგორც ეს საჭიროა. ეს არის აქტუალური საკითხი, ჩვენთვის საინტერესო საკითხი და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ღიაობას, გვქონდეს კონსულტაციები ევროკავშირთან თითოეულ დეტალთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცავთ სასანქციო რეჟიმს სათანადოდ, ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მზად ვართ ევროკავშირთან კონსულტაციებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა