ირაკლი კობახიძის თქმით, დანიგანთან შეხვედრა ბოჭორიშვილის ინიციატივით გაიმართა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა ივანიშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინიაციატივით გაიმართა – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა.

მ “პირველი არხის” ეთერში თქვა, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული აუდიენციის დეტალებზე საზოგადოებას ინფორმაციას ვერ მიაწვდის.

ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები -სა და საქართველოს შორის. ჩვენ მანამდე არაერთხელ გავაკეთე საჯარო განცხადება, რომ ჩვენი სურვილია სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არამარტო დავიწყოთ, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები” – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები