ირაკლი კობახიძის განცხადებით, პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს, თუმცა ამ საკითხზე “ლელოს” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ალტერნატიულ დოკუმენტს დააინიცირებენ

პარლამენტში პიროტექნიკაზე რეგულაციების გამკაცრებას ითხოვენ. “ლელომ” ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ 9 თვეა, დააინიცირეს კანონპროექტი პიროტექნიკის აკრძალვაზე, რომელიც ამ დრომდე არ განხილულა.
მმართველი გუნდი იზიარებს პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება მკაცრად უნდა შეიზღუდოს და ამ საკითხზე მუშაობის დაწყებას აპირებს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ “ლელოს” კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ და ამ საკითხზე ალტერნატიულ პროექტს თავად დააინიცირებენ.
“ლელო” არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, მათ არცერთ კანონპროექტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. რაც შეეხება თემას, მე და ჩემს თანაგუნდელებს მსგავსი პოზიცია გვაქვს, ვფიქრობთ, დავაინიცირებთ კანონპროექტს, რომელსაც მხარს დავუჭერთ. “ლელოს” მხარდაჭერა ჩვენს გეგმებში არ შედის. მე ვიზიარებ პოზიციას, რომ პიროტექნიკის გამოყენება არის მკაცრად შესაზღუდი, მხარს დავუჭერდი ასეთი კანონის მიღებას, ამ თემას ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ,”- აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით