ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობა შანტაჟია

რეალურად, ეს არის უსუსური შანტაჟის მცდელობა – ეს საინტერესო არავისთვის არაა, უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, რასაც ხაზი უნდა გაესვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში სთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობას შეეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს შანტაჟი” სამი წლის წინ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო.
„ეს შანტაჟია, რომელიც უკვე, სამი წელია გრძელდება. ში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ეს შანტაჟიც. ჯერ იყო დე-ფაქტო სანქციები, ახლა უკვე ფორმალური სანქციებით მუქარა და შანტაჟია. ეს საინტერესო არავისთვის არაა, უბრალოდ სამწუხარო რეალობაა, რასაც ხაზი უნდა გაესვას.
რეალურად, ეს არის უსუსური შანტაჟის მცდელობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს შანტაჟი სამი წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო. თქვენ იცით, რომ კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენ მიმართ და მათ შორის, კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ უშუალოდ, ბიძინა ივანიშვილის მიმართ. შანტაჟი უკავშირდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უშედეგო იყო ეს იმიტომ, რომ არც ბიძინა ივანიშვილი და არც ხელისუფლება მთლიანად, შანტაჟის პირობებშიც არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის განადგურებას”,- აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.
ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.
ამასთან, ბრიტანელმა მინისტრმა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე უპასუხა: „ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს“.