ირაკლი კობახიძის განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებზე

“თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები ს ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს.”– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი მ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
“პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ეს საერთო შეფასება ასახავს იმ სურათს, რომელიც არის მოცემული. არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნები იყო ყველა თვალსაზრისით შესაბამისობაში საარჩევნო პრინციპებთან და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკური, ის განცხადებები, რაც გაკეთდა.
გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას და პროცესების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, ვციტირებ- გუშინ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს ბუნებრივია მთლიანობაში არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარების.
ეს არის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და მე მადლობა მინდა გადავუხადო რა თქმა უნდა ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მათი ჩართულობისთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თებერვლიდან დავიწყეთ საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა საქართველოში. ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად ღია დაკვირვებისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვქონდა ერთადერთი სურვილი ჩაგვეტარებინა აბსოლუტურად თავისუფალი, კონკურენტული, დემოკრატიული არჩევნები და სწორედ ამას ეფუძნებოდა ჩვენი ღიაობა.
კიდევ ერთხელ მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული საარჩევნო პროცესებში ვინც აკვირდებოდა არჩევნებს. არჩევნები არის შემდგარი. უახლოეს მომავალში უკვე შეჯამდება ს მიერ არჩევნების შედეგები, ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი ინტერესი თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის.”- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარტვილის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ნაჭყებია: გვინდა ახალგაზრდები ჩავრთოთ მუნიციპალიტეტის მართვაში, ასევე, ვაპირებთ სპორტული ინფრასტრუქტურის და ახალი ტურისტული სივრცეების მოწყობას

“ქართული ოცნების” ხობის მერობის კანდიდატი დავით ბუკია: ჩემს ცოდნას და გამოცდილებას მოვახმარ ჩემი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობას და წინსვლას, გვაქვს საინტერესო ინიციატივები, გეგმები და პროექტები სხვადასხვა მიმართულებით

“ქართული ოცნების” ამბროლაურის მერობის კანდიდატი ზაზა ქევანიშვილი: მაქსიმალურად ვეცდები, ხელი შევუწყო ამ კუთხის განვითარებას, გავაგრძელოთ ინფრასტრუქტურული პროექტები – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც შეეხება მოსახლეობის წყლით მომარაგებას