ირაკლი კობახიძის განკარგულებით, ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ უფროსსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი განკარგულება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი 4 სექტემბერს გამოსცა.
განკარგულებაში წერია, რომ ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა “შესაბამისი წინაპირობიდან გამომდინარე, საჭიროების გასვლამდე” დაენიშნა, საჭირო ვადად კი განსაზღვრულია 2026 წლის 10 სექტემბრამდე პერიოდი. თუმცა, განკარგულებაში არ არის დაკონკრეტებული რა არის ამ გადაწყვეტილების მიღების “შესაბამისი წინაპირობა”.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”