PACE-ს მომხსენებლების განცხადებაზე – წარმოუდგენელი რამეა, როცა სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი – როგორ შეიძლება, ევროპულ ბიუროკრატიას ასე ეშინოდეს სამართლის? ამას ვერ გავყვებით

წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს მომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
პრემიერის თქმით, დაცული იქნება ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური პროცედურა.
„წარმოუდგენელი რამეა, როდესაც სასამართლოსადმი მიმართვას გიკრძალავს საერთაშორისო ინსტიტუტი. აბსოლუტურად გაუგებარია. როგორ შეიძლება, ასე ეშინოდეს ვიღაცას სამართლის. საუბარია სასამართლოსადმი მიმართვაზე და ამის აკრძალვა უნდათ ვიღაცებს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გავყვებით. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ პროცედურას. ჩვენ დავიცავთ ყველა სამართლებრივ და კონსტიტუციურ პროცედურას და ასე ვიმოქმედებთ. არ შეიძლება, ასე ეშინოდეთ კონკრეტულ ადამიანებს სამართლის, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო