ირაკლი კობახიძე PACE-ის წევრების დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე

რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვერბგვერდზე გავრცელებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტს მხოლოდ 24 დეპუტატი აწერს ხელს.
“ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო თუნდაც 240 ან 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით. არჩევნებამდე მხოლოდ 3 კვირა არის დარჩენილი და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი”, – განაცხადა მ.
ამასთან, მისი თქმით, გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
“საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით, სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
რომელიმე დასკვნაში სად არის ერთი ფაქტი, ამიტომ გეუბნებით, რომ გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.