ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე

რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ დეკლარაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, დოკუმენტს მხოლოდ 24 დეპუტატი აწერს ხელს.
“ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო თუნდაც 240 ან 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით. არჩევნებამდე მხოლოდ 3 კვირა არის დარჩენილი და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
“საარჩევნო პროცესებზე გელაპარაკებით, სად იყო ან დაშინება, ან მოსყიდვა, ან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ ყოფილა და ამიტომ არის სიცრუით სავსე ეს განცხადება. გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე.
რომელიმე დასკვნაში სად არის ერთი ფაქტი, ამიტომ გეუბნებით, რომ გინდა 24 დეპუტატი იყოს და გინდა 240, როცა ტყუილებით არის სავსე ასეთი დოკუმენტები, მათ ვერ ექნებათ, ბუნებრივია, ვერავითარი ფასი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაში – “ საქართველოში – საგანგაშო მოვლენები”, რომელსაც 24 წევრი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ “საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის.დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული ქმედებები და შეცვალონ კურსი.

ასევე დაგაინტერესებთ