ირაკლი კობახიძე – IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება შეეშალოთ – ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი არჩევნების შედეგებს

IRI-ისა და IPM-ს ადრეც ეშლებოდათ და ახლაც მარტივად შეიძლება შეეშალოთ – როდესაც 12 წლის განმავლობაში გეშლება, ლოგიკურია, რომ შეიძლება, მე-13 წელსაც შეგეშალოს – ეს ორგანიზაციები თავის თავს აღარ ენდობიან, იმდენჯერ ააცილეს პროგნოზი ს შედეგებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი მ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია გააკეთებს და საზოგადოებას წარუდგენს ცხრილებს, თუ როგორი იყო წარსულში, ერთი მხრივ, სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევის, მეორე მხრივ კი, არჩევნების შედეგები.
„შეგიძლიათ გაიხსენოთ წარსულში გამოქვეყნებული კვლევები, რა კვლევებს აქვეყნებდა IRI, რომელსაც ატარებდა IPM; რა კვლევებს აქვეყნებდა NDI, რომელსაც ატარებდა CRRC, ასევე რა კვლევებს აქვეყნებდნენ კონკრეტული ტელევიზიები და აქედან გამომდინარე შეუძლია საზოგადოებას დასკვნა გამოიტანოს, როგორ ჯობს პროგნოზების გაკეთება და რომელი კვლევები უფრო ემთხვეოდა საბოლო ჯამში იმ შედეგებს, რომელიც საარჩევნო სურათში აისახებოდა. ესაა ჩემი რეკომენდაცია – გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ – არა, ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცილეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს“, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას,” ხოლო 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერდა მხარს.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 25% “ქართულ ოცნებას” პირველ არჩევანად ასახელებს (3% მეორე არჩევნად), 13% “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” (3% მეორე არჩევნად).
რაც შეეხება სხვა პარტიებს: „საქართველოსთვის“ – 4 % (4 % მეორე არჩევანი); „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3% (4% მეორე არჩევანი); „ხალხის ძალა“ – 1% (5% მეორე არჩევანი); „ლელო“ – 2% (4% მეორე არჩევანი); „გირჩი“ – 3% (2 მეორე არჩევანი); გირჩი&დროა – ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია – 2% ( 3 % მეორე არჩევანი); „ლეიბორისტული პარტია“ – 2% ( 3% მეორე არჩევანი); „მოქალაქეები“ – 2% ( 2% მეორე არჩევანი); „ხალხისთვის“ – 2% (1% მეორე არჩევანი); „პატრიოტთა ალიანსი“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „კონსერვატიული მოძრაობა“ – „ალტ ინფო“ – 1% (1% მეორე არჩევანი); „ევროპული საქართველო“ –

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების ნაწილმა „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დაარსებისა და წარსულის ცოდნის უფლების ყოვლისმომცველი რეალიზების თაობაზე“ მემორანდუმს ხელი მოაწერა

ჰელსინკის კომისია – საქართველოს მთავრობის სწრაფვამ პრორუსული პოზიციისკენ, მის მზარდ არალიბერალურ საშინაო პოლიტიკასთან ერთად, ვაშინგტონსა და დასავლეთის სხვა დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია

ზურაბ ჯაფარიძე – ჰელსინკის კომისიის დასკვნა კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ დასავლეთი ყველაფერს ხედავს, სრული ინფორმაცია აქვს – ახალი არაფერი წერია, რაც აქამდე არ მოგვისმენია – რუსული ხელისუფლება 26 ოქტომბერს უნდა შეიცვალოს