ირაკლი კობახიძე – 7 თვეა დარჩენილი არჩევებამდე და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს – ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას

7 თვეა დარჩენილი არჩევებამდე და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, „მოქალაქეების“ ლიდერის, ს ინიციატივაზე, რომელიც ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
„დღევანდელი მოცემულობა რა არის – „ნაცმოძრაობა“ 15%-მდე ჩამოვიდა, მანამდე 18% ჰქონდა და ახლა 15%-ს ჩამოსცდა, სხვა პარტიები ვერ ახერხებენ ბარიერის გადალახვას. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და მე მგონია, რომ დაახლოებით ამ მდგომარეობით მივალთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, 7 თვეა დარჩენილი და რა თქმა უნდა, სასურველი სურათია ის, რაც დღეს გვაქვს. ამ სურათით ჩვენ ვიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, მან უპასუხა შეკითხვას, რომლის თანახმად, „ევრონესტზე“ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტის ინიცირებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
„უკვე ორი წელია ეს ადამიანები კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ლობირებენ, აქედან გამომდინარე, არავის გვიკვირს, რომ ეს ანტილობიზმი გრძელდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წინსვლა ინტეგრაციის მიმართულებით და ამიტომ არის ასეთი ნაბიჯები გადადგმული მათი მხრიდან. ეს არის, უბრალო, ამ ყველაფრის ერთი, მორიგი გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი: ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც …

ჯო უილსონი – ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე – თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა