ირაკლი კობახიძე – 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი

წელს, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, 6 თვის მონაცემებით დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით.
„გუშინ გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მონაცემები და 6 თვის მაჩვენებელი დაფიქსირდა, 9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ, ევროპის მასშტაბით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგი თვეების განმავლობაშიც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ წელს შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ზრდის შარშანდელი მაჩვენებელი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ