ირაკლი კობახიძე – 5:1 მოვიგეთ არჩევნები, მსაჯი იყო ადგილზე, ეუთო/ოდირი – დისკვალიფიკაციის იმედი დღეს ვერ ექნება ოპოზიციას – ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში ყოველი მეორე არის „ნაცი”, ეს არის ტყუილი

ყველაფერი იქნება კარგად, ეს მატჩი მოვიგეთ ჩვენ დაახლოებით 5:1, მეორე ადგილზე გასულ პარტიას მოვუგეთ 43 პროცენტით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას 890 ათასზე მეტი ხმით მოუგო.
„5:1 მოვიგეთ , მსაჯი იყო ადგილზე, ეუთო/ოდირი აკვირდებოდა არჩევნებს და იცით როგორია შეფასება. მახსოვს, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში ასეთი რაღაც იყო ხოლმე, რომ წააგებდი მატჩს, იმედი გქონდა, იქნებ მოწინააღმდეგე გუნდს ვინმემ მისცეს დისკვალიფიკაცია, ამის იმედი რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ბავშვური რამეა. ამის იმედი დღეს ვერ ექნება ოპოზიციას. თქვენ ხედავთ, რომ ქუჩაში ვერავინ ვერ გამოჰყავთ, ზუსტად იმიტომ, რომ 890 ათასი ხმით ნაკლები აიღო მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ ჩვენთან შედარებით. ისინი ამტკიცებენ, რომ საქართველოში ყოველი მეორე არის „ნაცი”, ეს არის ტყუილი. საქართველო არის განვითარებული კულტურის მქონე ტრადიციული ქვეყანა. საქართველოში ვერ იქნება ყოველი მეორე „ნაცი”, რასაც უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლები”, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს