მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ოთხი წლის შემდეგ, საქართველო და თბილის კიდევ უფრო ლამაზი, განვითარებული, მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე იქნება, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას „ქართული ოცნება“ იღებს.
„მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს – ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელიც აუცილებლად შესრულდება. 4 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი იქნება კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო განვითარებული და კიდევ უფრო მეტი სიცოცხლითა და სიკეთით სავსე. ამაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. კობახიძე დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო და საკრებულოს წევრები არიან ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ მოსახლეობასთან და განსაკუთრებულ როლს ასრულებენ პრობლემების მერიამდე მიტანასა და მათი გადაჭრის უზრუნველყოფაში.
„მინდა მადლობა გადავუხადო, თბილისის საკრებულოს თითოეულ წევრს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ თბილისის განვითარებაში შეიტანეს.
დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან სწორედ ახლა გახდება ცნობილი ჩვენი გუნდის იმ წევრების – საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ვინაობა, რომლებმაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის თითოეულ უბანში მეტი სიკეთის შეტანა უნდა უზრუნველყონ. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის მოსახლეობა მათ ნდობას გამოუცხადებს და თბილისის საკრებულოში საკუთარ წარმომადგენლობას ანდობს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
