4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აქციაზე იყო მისული, სამართლებრივი პასუხისმგებლობა კი გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული.
„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ჩართული იყო დამხობის დაანონსებაში, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ვინც მივიდა იმ აქციაზე. ყველამ ძალიან კარგად იცოდა, რომ მიდიოდა დამხობის აქციაზე და ახლა გაურბიან ამ პასუხისმგებლობას. მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა იმ ადამიანს, 5-7 ათასი ადამიანი იყო იქ შეკრებილი, რადგან ამ ადამიანებს სურდათ ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, რაც არ გამოუვიდათ. მორალური პასუხისმგებლობა ასეთია, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სამართლებრივი პასუხისმგებლობა გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობაში იყვნენ ჩართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
