ირაკლი კობახიძე – 3 თვის განმავლობაში იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა გამოვლინდა – აქამდე აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი

პრემიერის მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„იარაღის ტარების მიმართულებით, აბსოლუტურად არასწორი პრაქტიკა იყო, ჟარგონზე რომ ვთქვათ, მიშვებული იყო ეს ყველაფერი. ადამიანები, მათ შორის, ახალგაზრდა ადამიანები, ზოგჯერ არასრულწლოვანებიც კი დადიოდნენ იარაღით ქუჩაში, რაც საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ბუნებრივია, და რისკის შემცველია. რაც მთავარია, 3 თვის განმავლობაში გამოვლინდა იარაღის უკანონო ბრუნვის 384 შემთხვევა. ამ მიმართულებითაც რა თქმა უნდა, გაგრძელდება მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ