ირაკლი კობახიძე – 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!

26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.
„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!
26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ