ირაკლი კობახიძე – 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს – სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს, ალბათ, ალეკო ელისაშვილისგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს

სალომე ზურაბიშვილი ჩაიბარებს აღლუმს ალბათ სგან, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ს განცხადებას, რომ „26 მაისს ჩაიბარებენ“.
სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციას აფრთხილებს, რომ „ფეხი არ დაუცდეთ“.
„26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი, ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც ეს ღონისძიებები იმართებოდა შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია, ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას გიორგი გახარიას მიერ გავრცელებულ ვიდეო რგოლზე, სადაც 20 ივნისი არ არის ნახსენები.
„გახარიაზე დიდი კომენტარების კეთება არ ღირს. თქვენ იცით, რა ჩაიდინა მან თავის დროზე, როდესაც მისი ქმედებების გამო უმძიმესი დაზიანება მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. მისი, ასეთი პიარული აქტები, რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო და უკან უბრუნდება ხოლმე მას, ასეთი პიარული ქმედებები“, – განაცხადა კობახიძემ.