ირაკლი – 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, მაგრამ წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის – გასულ წელს ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი

2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად, წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც საზოგადოებას დამდეგი 2026 წელი მიულოცა.
კობახიძის განცხადებით, 2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
„გილოცავთ ახალ წელს!
ახალ წელს გილოცავთ ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს.
გილოცავთ პედაგოგებს, ექიმებს, ხელოვანებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს, მეწარმეებს, ფერმერებს, გლეხებს, მუშებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს.
ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს – ოცნებების ახდენასა და ყველა დასახული მიზნის მიღწევას.
2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად, წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გასულ წელს ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად, ას მილიარდს გადასცდა.
გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მიმართულების სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის განმტკიცების თვალსაზრისითაც. 2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება.
2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის. მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს.
ახალ წელს ვულოცავ უწმინდესსა და უნეტარესს, -ეს, რომლის ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ საქართველოს გაძლიერებაში შეუფასებელი წვლილი შეიტანა. ქრისტიანობის ერთგულებამ, ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობამ მოგვცა შესაძლებლობა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა. ეს ყველაფერი განამტკიცებს ჩვენს რწმენას, რომ „ქართული ოცნება“ ერთიან საქართველოზე ერთ დღესაც აუცილებლად ახდება.
ქრისტიანობის ღერძი სიყვარულია, სიყვარული კი, თავის მხრივ, არის ნებისმიერი ადამიანისა თუ სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი, ამიტომ ყველას გისურვებთ მეტ სიყვარულს, ყველას გისურვებთ მეტ სიკეთეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას ახალ, 2026 წელს. მრავალ ახალ წელს დაესწარით!“ – მიმართა მ საზოგადოებას.