– 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.
„თუ საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. თუ ამ ყველა კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით, თუმცა ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, როგორც მ აღნიშნა, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები ს ფედერაციასთან, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, რომელთა“პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ ს და ამის გამო არავინ აკრიტიკებს“.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს გარშემო რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
„ესენი არიან საქართველო და . ყველა სხვა ქვეყანას, მათ შორის კანდიდატ ქვეყნებს, როგორიცაა მოლდოვა, აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები. მათი პოლიტიკოსები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე სტუმრობენ რუსეთის ფედერაციას და არავინ აკრიტიკებს მოლდოვას, მაგალითად, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტების გამო. მოლდოვა ამ დრომდე დსთ-ს წევრია. ჩვენ ვიცით, რომ დსთ არის მთავარი საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ქოლგის ქვეშ და მოლდოვა კვლავ დსთ-ს წევრია და არავინ აკრიტიკებს მათ. თუ სავაჭრო მაჩვენებლებს გადავხედავთ, რუსეთის წილი საქართველოს ვაჭრობაში გაცილებით დაბალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პროევროპულად ითვლებიან. ეს არის ფაქტები და დანარჩენი მხოლოდ სპეკულაციებია. თუ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ზოგად ურთიერთობებს, ვაჭრობასა და ეკონომიკას და ყველაფერს ავიღებთ, ფაქტი ნულის ტოლია, არ არსებობს. ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს. კიდევ ერთხელ, მოლდოველი პოლიტიკოსები, როგორიცაა მინისტრის მოადგილე, ცოტა ხნის წინ სანქტ-პეტერბურგს ეწვივნენ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების გასამართად. საქართველოში ეს ასე არ არის და კიდევ ერთხელ, ფაქტი არ არსებობს“, – განაცხადა მ.