ირაკლი კობახიძე: 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ …

2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტების კითხვას, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და იკვეთება თუ ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა.

„ბუნებრივია, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. ვნახოთ, რას დაადგენს გამოძიება“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას საზღვარგარეთ ყოფნას, კობახიძის შეფასებით, „გახარია ევროპაშია გაპარული“.

„ეს კაცი გაპარულია ევროპაში. რაც შეეხება ბრიუსელში, ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ამ ადამიანებს ერთადერთი მიზანი აქვთ, ეს არის ის, რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ. ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისთვის, რომ ქვეყანა ყველა მიმართულებით შეფერხდეს, თუმცა ხედავთ, რომ მათი მცდელობები არის წარუმატებელი. გაპარულია ეს კაცი ქვეყნიდან, რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, არ ვიცი. გაპარული კაცი იქიდან და რაღაც მესიჯებით გველაპარაკება. უბრალოდ, ეს ყველაფერი არასერიოზულია.

რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული. აბსოლუტურად არასერიოზულია. შეუძლია, ბრიუსელიდან ამსტერდამში გადავიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით