ირაკლი კობახიძე – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა – ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვად დაუჯდა

2012 წელს კრიმინალური რეჟიმის დამარცხებისა და დემოკრატიული გარდატეხისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დღესაც არის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების მთავარი გარანტი ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს იმ თავგანწირვისთვის, რომლითაც ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უკვე მრავალი წელია იცავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მ, თელავში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დასრულდა უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა.
„2012 წელს, როდესაც ქართველებს სისხლიანი რეჟიმი გვყავდა ხელისუფლებიდან გასასტუმრებელი, კახელებმაც თქვენი ხმამაღალი სიტყვა თქვით. 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად დავასრულეთ უცხოური აგენტურის ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უამრავ დანაშაულს ჩადიოდა. ეს დანაშაულები იყო ადამიანების მკვლელობა და წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, ს გაყალბება და მრავალი სხვა. რაც მთავარია, ამ ადამიანების მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20 პროცენტის – ჩვენი ისტორიული მხარეების სა და სამაჩაბლოს დაკარგვად დაუჯდა. ეს არის ღალატი, რომლისთვისაც დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი,“ – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან