ირაკლი კობახიძე – 2012 წელს თბილისის ბიუჯეტი 657 მლნ ლარს შეადგენდა, 2024 წლისთვის 2 მლრდ ლარს გადააჭარბა – 2028 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი 2 მილიარდ 250 მილიონი ლარია

მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში 200 მლნ ლარი გამოიყოფა, გაუმჯობესდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მომსახურება მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა მ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიუჯეტები ძალიან კარგად ასახავს იმ განვითარებას, რომელიც ქვეყანას რეგიონების კუთხით აქვს.
„თბილისის ბიუჯეტი 2012 წელს შეადგენდა მხოლოდ 657 მლნ ლარს, 2024 წლისთვის ბიუჯეტმა უკვე გადააჭარბა 2 მლრდ ლარს და 2028 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 2 მილიარდ 250 მილიონი ლარი. აქ არ შედის ის პროექტები, რომლებიც დაფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, თბილისის მერიას აქვს ძალიან სერიოზული გეგმები, რომელიც მათ შორის უკავშირდება მეტროპოლიტენის ქსელის გაფართოებას, გამზირების რეაბილიტაციას და ა.შ. ასეთი პროექტებისთვის, დამატებით, ამ 2 მილიარდ 250 მილიონის მიღმა იქნება გამოყოფილი დამატებითი რესურსები ცენტრალური ბიუჯეტიდან. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, 68-ვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ჯამში, 2012 წელს იყო დაახლოებით 1 მილიარდ 300 მლნ ლარი, რაც არსებითად, როგორც წესი, ყოფნიდა ხოლმე მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების დაფარვას. 2024 წლის ბიუჯეტების ჯამი მხოლოდ რეგიონებში არის უკვე 3 მილიარდ 342 მილიონი და 2028 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი არის 4 მლრდ 595 მლნ. მაგალითად, ქუთაისის ბიუჯეტი 2012 წლისთვის შეადგენდა 62 მლნ ლარს, მომავალ წელს ბიუჯეტი გაიზრდება დაახლოებით 195 მლნ ლარამდე, 2028 წლისთვის კი – 225 მლნ ლარამდე. რუსთავის ბიუჯეტი 49 მლნ იყო 2012-ში, 180 მლნ-მდე გაიზრდება უკვე 2025 წელს და 210 მლნ იქნება 2028 წლის მაჩვენებელი. ფოთში 31 მლნ ლარი იყო 2012 წელს ბიუჯეტი, 100 მლნ-ს გადააჭარბებს მომავალ წელს, 2028 წელს კი 115 მლნ იქნება დაახლოებით ს ბიუჯეტი. ხედავთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ზრდა არის შთამბეჭდავი, რაც აისახა და მომავალშიც აისახება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი მ.