ირაკლი – 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში წარმოდგენილი არ არის – ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ!

გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს – ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ! – ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტები ქვეყნის განვითარების საპირისპირო მიმართულებით წარმართვას ცდილობენ, „თუმცა მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია“.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თავიდან ბოლომდე არის რთულ მდგომარეობაში.
გასული 20 წლის განმავლობაში პირველად, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიული სისტემა შეუფერხებლად განვითარდეს. ჩვენ ქართულ საზოგადოებას ეს დაპირება მივეცით, დაპირება დიდწილად შესრულდა და მის შესრულებას განვაგრძობთ!
საქართველოს დემოკრატიული სისტემა რადიკალიზმის გარეშე ბევრად უფრო სწრაფად განვითარდება. ასეთ პირობებში ბევრად ნაკლები შეფერხება ექნება ჩვენს დემოკრატიულ წინსვლას და ყველა მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას