ირაკლი კობახიძე – 20 წელიწადზე მეტია ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია, მიხეილ ყაველაშვილს ახალი ტრადიციის დამკვიდრება უწევს – ეს დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავს საუკეთესოდ გაართმევს

მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულიო ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა.
„მინდა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მივულოცო. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებულიო ვარ, შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა წარმატებები ვუსურვო მას ყველა თვალსაზრის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი.
ასევე, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გამოწვევები არის სერიოზული – 20 წელიწადზე მეტია ამ ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია. შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილს ახალი ტრადიციის დამკვიდრება უწევს ამ 20 წლიანი წყვეტის შემდეგ. ეს დიდი პასუხისმგებლობა არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ პასუხისმგებლობას თავს საუკეთესოდ გაართმევს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ზარქუა – რა სიგიჟეა, ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?! – თვითონ მეუღლე გამოვიდეს და თქვას, რა და როგორ იყო – ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა, კარგი საქციელია მისი მხრიდან, დანარჩენს პროკურატურა გამოიძიებს

ნიკა გვარამია თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – პირველი შემთხვევა არ არის და ვვარაუდობ, არც უკანასკნელი, როცა ზეწოლა ხორციელდება ყველაზე უფრო არაკაცური, არაქართული და უმძიმესად კრიმინალური ფორმებით

შალვა პაპუაშვილი – ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც – ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, „მოლოტოვის კოქტეილი“ ერთნაირად წვავს პოლიციელებს, მაშხალა ერთნაირად აზიანებს