ირაკლი კობახიძე – 20 ივნისის საქმე დამატებით გამოძიებას საჭიროებს – განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა აქამდე მდგომარეობა

20 ივნისის საქმე დამატებით გამოძიებას საჭიროებს, მათ შორის, განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა აქამდე მდგომარეობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ მედიასთან განაცხადა.
როგორც მ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა.
“მადლობა უნდა გადავუხადოთ სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა “20 ივნისის საქმის” გამოძიება. თავის დროზე ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე. ერთი იყვნენ ისინი, რომლებიც დანაშაულებრივ შტურმს აწყობდნენ საქართველოს პარლამენტზე, მეორე მხარეზე გავრცელდა ამნისტიის კანონი, რომლებმაც საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რეკომენდაციები, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მოგვცა. რა თქმა უნდა, “20 ივნისის საქმე” დამატებით გამოძიებას საჭიროებს, მათ შორის, განსაკუთრებული დაინტერესების საგანია, თუ ვინ გადაწყვიტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა აქამდე მდგომარეობა”, – განაცხადა კობახიძემ.