ირაკლი კობახიძე – 1000 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის პარტიების და „ენჯეოების“ აქტივი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას

1000 კაცი იკრიბება ყოველ დღე, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და „ენჯეოების“ აქტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.
„1000 კაცი იკრიბება ყოველდღე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის პარტიების და ენჯეოების აქტივი, რა თქმა უნდა, მათაც აქვთ დემოკრატიული გამოხატვის უფლება, აქედან გამომდინარე, ხელისუფლება მათ თავიდან ბოლომდე აძლევს საშუალებას, რომ მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა 1000 კაცის გამოსვლა ვერ გადაწონის 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება არის ის, რომ საქართველოში „ქართული ოცნება” განაგრძობს ქვეყნის მართვას შემდეგი 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა პრემიერმა.