ირაკლი კობახიძე – 100% არ ვიცი, 99.9% კახა კალაძე იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი – დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო

ჩემი პოზიცია არაერთგზის დავაფიქსირე, არის უალტერნატივო თბილისის მერის პოზიციაზე, – ასე უპასუხა პრემიერმა, მ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი.
ამასთან, ს ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, „მიდის თუ არა ბიზნესში დედაქალაქის მერი, ვინაიდან კახა კალაძის გუშინდელი განცხადება წასვლა-არ წასვლასთან დაკავშირებით ბუნდოვანი იყო და მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შპს “კალა კაპიტალი” დააფუძნა“.
„100% არ ვიცი, 99.9%… ეს ადამიანი იქნება ჩვენი მერობის კანდიდატი. გუნდში ეს სულისკვეთება არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ის აბსოლუტურად უალტერნატივოა თბილისის მერის პოზიციაზე. დანარჩენი როგორ გითხართ, შემიძლია დავიფიცო“, – აღნიშნა პრემიერმა.