– 1 წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა, ეს ნიშნავს, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)