ირაკლი – 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას – ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული ოცნება“ 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას ახალ საარჩევნო პროგრამას წარუდგენს.
მისივე განმარტებით, პროგრამა, რომელსაც პარტია წარადგენს „ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც.“
„1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით: დაწყებული ეკონომიკური ზრდით და დამთავრებული ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით.
ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან აბაშიძე – მეუფე შიოს ასეთ უპირატესობას არ ველოდით, ალბათ, განმსაზღვრელი მაინც პატრიარქის 8 წლის წინანდელი არჩევანი იყო – სინოდმა გასაქანი არ მისცა საკითხის განხილვას ამ ჭრილში, თუ ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული