ირაკლი კობახიძე – ჰელსინკის კომისიაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მძლავრობენ და მათ დაიბარეს აგენტები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი – „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას

შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
იმედს გამოთქვამს, რომ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას.
„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია და ევროპაში ძალიან მძიმე ტენდენციებია, იგივე ხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში წინა 4 წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, ამერიკის შეერთებული შტატები საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას, საბოლოდ იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დანარჩენი, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
თქვენ იცით, რომ ჰელსინკის კომისიაში „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები მძლავრობენ და მათ დაიბარეს „დიფ სთეითის“ აგენტები, ზურაბიშვილი, ხიდაშელი. „მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო“, ასე გამოუვიდა ჰელსინკის კომისიას, აბსოლუტურად სასაცილოა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, დაკარგეს თუ არა მათ ურთიერთობების გადატვირთვის იმედი, მან უარყოფითი პასუხი გასცა.
„ვინ გითხართ? ყველაფრის იმედი გვაქვს ჩვენ, იმედი დაკარგეთ თქვენ, „ნაცებმა“ დაკარგეთ ყველაფრის იმედი, ადრე იმედი მაინც ჰქონდათ, ახლა იმედიც აღარ აქვთ. 13 წელი იმედით სულდგმულობდით და ეს იმედიც დაკარგეთ“, – განაცხადა კობახიძემ.