ირაკლი კობახიძე – ჯუანშერ ბურჭულაძე და „ანიტა“ ერთმანეთთან არ არიან კავშირში

შემიძლია გითხრათ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე და “ანიტა” [] ერთმანეთთან არ არიან კავშირში, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, არის თუ არა ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ადამიანი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ინფორმაციას აწვდიდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვერ დაასახელებს ადამიანს, ვისაც ლევან ხაბეიშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრებიდან.
ასევე, მან უპასუხა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კითხვას, კერძოდ, თუ რა ურთიერთობა აქვს დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც მ თქვა, რომ ჰქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია კონკრეტულ საქმიან საკითხზე.
„მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ კონკრეტულ საქმიან თემასთან დაკავშირებით“, – დასძინა კობახიძემ.