ირაკლი კობახიძე – ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი – როცა სენატორი ასეთ ტყუილს კადრულობს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ეს შემაშფოთებელია

ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი – შეხვედრაზე ჩვენ მოვითხოვეთ ამერიკის ფულით საქართველოში რადიკალიზმის და პოლარიზაციის ­დაფინანსების შეწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ სენატორ ჯინ ჰაშინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, როდესაც საქართველოში დეპოლარიზაციას ითხოვენ, “არ შეიძლება, ამერიკის ფულით რადიკალიზმი და პოლარიზაცია ფინანსდებოდეს საქართველოში”.
“ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან ასეთი რამ თქვა, თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ როდესაც ჩვენ დეპოლარიზაციას გვთხოვენ, არ შეიძლება, საქართველოში ამერიკის ფულით ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც დავაკონკრეტე, რომ არ იგულისხმებოდა კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა. იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება. ეს მას უნდა ახსოვდეს. როდესაც ამის შემდეგ სენატორი ასეთ ტყუილს კადრულობს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ამ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი და სამწუხარო, პირადად ჩემთვის”, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, სენატორმა ჯინ ჰაშინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ -ს შეეწყვიტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან.