ირაკლი კობახიძე – ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა – მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს, ჯიმს რიშს მოუწოდებს, საკუთარი შეხედულებები გადააფასოს.
„ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს – ერთადერთი ესაა, რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ რიშს“,- განაცხადა მ.
ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოთი იმედგაცრუებულები არიან.
რიში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.
„ჩვენ საქართველოთი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ჩვენ გვგონია, რომ მას სურს და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია,“ – განაცხადა რიშმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – ვისაც ჩვენ მდიდარ NGO-ებს ვეძახით, ანტიეროვნულ და დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა – არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდინებული თანხები ანტისახელმწიფოებრივ მიზნებს ხმარდებოდა!

ქეთი ხუციშვილი – სიცრუეა რუსეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ ევროკავშირი მზადაა ახალგაზრდებს აქციებზე დგომისთვის ფული გადაუხადოს – არალეგიტიმური ხელისუფლების პროპაგანდა რუსეთისას ემთხვევა და შეთანხმებას ჰგავს