ირაკლი კობახიძე – ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული – სავარაუდოდ, უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას

ჯიმ ობრაიენის ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,
მ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას „პალიტრანიუსის“ წამყვანის, ემა ტუხიაშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საქართველოში ვიზიტი სავარაუდოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.
„მე დადასტურებული მაქვს უკვე შეხვედრა მასთან, რამდენიმე დღეში. ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტი არის შეთანხმებული და შეხვედრებიც არის დადასტურებული. სავარაუდოდ უკავშირდება ამ კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა ირაკლი მ.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ჯიმ ობრაიენის საქართველოში ვიზიტი მოსალოდნელ სანქციებს, მათ შორის პერსონალურს, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ასეთი რამ პარტნიორულ ურთიერთობებს არ შეესაბამება“.
„ზოგადად სანქციები არ არის ის, რაც შეიძლება გამოდგეს შანტაჟისთვის ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ. დე ფაქტო სანქცია ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიმართ უკვე მოქმედებს, მაგრამ ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ამ სანქციამ მისი მხრიდან კონკრეტულ ნაბიჯებზე. მან პრინციპული პოზიცია დაიკავა ყოველ ჯერზე, როცა ეს უკავშირდებოდა ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია