– ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება

ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მან ხმა მისცა იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება.
„ყველასთვის ცხადია, რასაც და ვისაც მივეცი ხმა. ხმა მივეცი მშვიდობას, მეტ სიკეთეს, მეტ განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დედაქალაქისთვის და იმ ერთადერთ პარტიას, რომელმაც შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, მოუტანა წინსვლა და განვითარება მთელი ამ წლების განმავლობაში. ხმა მივეცი ერთადერთ მერობის კანდიდატს, რომელსაც შეუძლია მეტი სიკეთის მოტანა ჩვენი დედაქალაქისთვის. ხმა მივეცი ძალიან ღირსეულ მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს ვაკის რაიონში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის განმარტებით, მათი მოლოდინია, რომ არჩევნებში ხმათა 60%-ზე მეტს მიიღებენ და ყველა საკრებულოში ექნებათ ძალიან მყარი უმრავლესობა.
„რაც შეეხება მოლოდინს საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით, ჩვენი კვლევების თანახმად, 60%-ზე ბევრად მეტი უნდა აიღოს პარტიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება დედაქალაქის მერობის კანდიდატს, აქ ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატი ასევე 60%-ზე ბევრად მეტს მიიღებს და როგორც თბილისში, ისე ქვეყნის მასშტაბით, ყველა საკრებულოში გვექნება ძალიან მყარი უმრავლესობა და 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერობის არჩევნებს. გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი და რაც იყო დაპირება, 64/ 64-ზე – 64 მერი და 64 საკრებულო, ეს დაპირება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ აუცილებლად შესრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“