ირაკლი კობახიძე ხაზარაძე-გახარიაზე – ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები და რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ – როდესაც ხდები აგენტი, პირველ რიგში, უარს ამბობ ღირსებაზე

ხაზარაძის და გახარიას გაერთიანება მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ მოიხსენიებდნენ ძალიან მძიმე ეპითეტებით და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, სა და პარტია „გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გახარიასა და ხაზარაძეს შორის გაერთიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარე ძალის მიერ იმართებიან.
„რაც შეეხება ამ ორი ადამიანის გაერთიანებას, ხაზარაძის და გახარიას გაერთიანებას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ორ რამეზე, ერთი, რომ ისინი არიან უპრინციპო ადამიანები. ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, პირდაპირ მოიხსენიებდნენ ძალიან მძიმე ეპითეტებით და დღეს ისინი აპირებენ გაერთიანებას. რა თქმა უნდა, ასეთ უპრინციპო ადამიანებს და მათ ერთობას ვერ ექნება ვერანაირი პერსპექტივა. ესაა ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა.
მანამდე იყო ხაზარაძის და ელისაშვილის გაერთიანება, აქაც გახსოვთ როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს. თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერცერთ შემთხვევას, როდესაც ჩვენ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელიმე ადამიანი ასე შევაფასეთ და შემდეგ მოვიწვიეთ ჩვენთან გუნდში. ვერცერთ ასეთ ფაქტს ვერ ნახავთ, რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციაში ათეულობით შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ, მოიხსენიებდნენ, როგორს მოღალატეს, მატყუარას და შემდეგ დგებოდნენ ერთად, ერთ პოლიტიკურ პარტიაში. ეს მეტყველებს უპრინციპობაზე და მეორე, ისინი მოქმედებენ თავიდან ბოლომდე გარე დავალებით. წარმოიდგინეთ როგორი შეურაცხმყოფელია მათთვის ერთად დგომა ასეთი შეურაცხყოფების შემდეგ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი აგენტები და რასაც დაავალებენ იმას აკეთებენ. როდესაც ხდები აგენტი, შენ პირველ რიგში უარს ამბობ ღირსებაზე და ამის გამოხატულებაა ის ალიანსი, რომელიც უნდა შედგეს ამ ორ პოლიტიკოსს შორის“, – განაცხადა ირაკლი მ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გახარია-ხაზარაძეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პრეზიდენტის ჩართულობა კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს.
„კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული. როდესაც საპარლამენტო მმართველობის სისტემაში პრეზიდენტი ერთვება უშუალოდ საარჩევნო პროცესებში როგორც მხარ, ეს არის კონსტიტუციის კიდევ ერთი უხეში დარღვევა, თუმცა სგან კონსტიტუციის დარღვევა ბუნებრივია ჩვენ არ გვიკვირს. მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დადასტურებული აქვს ოფიციალურად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. კარგი ისა რის, რომ სალომე ზურაბიშვილს ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.